Personal Post

როგორ ვისარგებლოთ უფასო საკურიერო სერვისით თბილისში

იმისთვის რომ ისარგებლოთ სწრაფი და უფასო საკურიერო სერვისით აირჩიე მომსახურე ფილიალი <თბილისი-აეროპორტი>

იმ შემთხვევაში თუ საკურიერო შეკვეთაში მონიშნული ამანათების რაოდენობა არის 5 ან მეტი, ან/და 5კგ და მეტი, ისარგებლებთ უფასო საკურიერო სერვისით თბილისის მასშტაბით. სხვა შემთხვევაში საკურიერო მომსახურების ტარიფი შეადგენს მხოლოდ 5 ლარს. საკურიერო სერვისი აეროპორტიდან საშუალებას გაძლევთ სასურველ მისამართზე გაგზავნოთ ამანათები, ნებისმიერ თრექინგზე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ სასურველი მიწოდების მისამართი, ერთ რეისზე ჩამოსული რამდენიმე ამანათიდან გადაიხადოთ თქვენთვის სასურველი, დანარჩენი კი დაასაწყობოთ 30 დღის ვადით. თბილისი-აეროპორტი ემსახურება მხოლოდ სწრაფ და უფასო საკურიერო შეკვეთებს და არ ემსახურება მომხმარებელს. ამანათები ჩაბარდება თქვენი საკურიერო მოთხოვნის შესაბამისად: 18 საათამდე შემოსული შეკვეთები ბარდება მომდევნო დღესვე, შაბათის ჩათვლით. რეისის ჩამოსვლის შეტყობინებას რომ იღებთ ნიშნავს, რომ ამანათები მზად არის გასაცემად.

თუ გსურთ ისარგებლოთ გაცემის ბოქსებით და თავად გაიტანოთ ამანათ(ებ)ი, მომსახურე ფილიალს ირჩევთ <თბილისი-მეტეხის ქუჩა> ამ შემთხვევაში რეისის ჩამოსვლის შეტყობინებასთან ერთად იღებთ გაცემის კოდს, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ამანათების გატანას, მისამართი: მეტეხის 19/20. იმისთვის რომ შეძლოთ ამანათების გატანა რეისზე არსებული ყველა ნივთის ტრანსპორტირების საფასური უნდა იყოს გადახდილი. თუ გსურთ ისარგებლოთ კურიერის მომსახურებით მეტეხის ქუჩიდან საკურიერო მომსახურების ტარიფი შეადგენს 5 ლარს თბილისის მასშტაბით.

საკურიერო მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საიტზე შეკვეთის რეგისტრაციის დროს

docxfilePDF