პერსონალური საფოსტო მომსახურების ხელშეკრულება
განახლებულია: 03/06/2022
ჩვენი მიზანია შევუქმნათ მომხმარებელს მასზე მორგებული კომფორტული საფოსტო მომსახურება რათა იშოპინგონ სახლიდან გაუსვლელად ონლაინ მაღაზიებში და მიიღონ მათი გზავნილები სხვადასხვა ქვეყნიდან
პერსონალური ფოსტა ს/ნ 400328999 ვებ გვერდი: personalpost.ge და მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს პერსონალური ფოსტით და მინიჭებული აქვს პერსონალური საფოსტო ნომერი,რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას საბაჟო დოკუმენტაციაში და პერსონალური ფოსტის მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პერსონალური ფოსტის საწყობიდან, შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და პერსონალური ფოსტის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში გადაზიდვის მომსახურების გაწევა.
1.2 პერსონალურ ფოსტაში რეგისტრირებული მომხმარებელი ეთანხმება ხელშეკრულებაში აღნიშნულ პირობებს.რეგისტრაცია ხდება ვებ-გვერდზე www.personalpost.ge მომსახურების პირობები საჯაროა. პერსონალური ფოსტის მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს.
2. მომსახურების ღირებულება და გადახდა
2.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების წონიდან. გადასახდელი წონის ფასი იცვლება ქვეყნების მიხედვით და იანგარიშება გადახდის დღისთვის არსებული დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში. თუ ამანათის მოცულობითი წონა (სიგრძე * სიგანე * სიმაღლე / 6000 - სანტიმეტრებში) აღემატება რეალურს, გამოიყენება ტრანსპორტირების ღირებულების გამოანგარიშების საერთაშორისო წესი, რომელიც ითვალისწინებს ღირებულების გადახდას მოცულობით და რეალურ წონებს შორის მაქსიმალურით.
2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.personalpost.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების მიღების შეფერხებებს.
2.3 წონის დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით.
2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთების საიტზე ასხვიდან, არაუგვიანეს 20 დღეში. ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო მომსახურების საინვოისო ღირებულების მიხედვით, კილოგრამზე 20 თეთრის ოდენობით.
2.5 შემკვეთი, პერსონალური ფოსტის მიერ საიტზე დაფიქსირებული წონის მიხედვით, გადაიხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.
2.6 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ცალკეული ამანათის ჩაბარება მომხმარებლისთვის არ მოხდეს დავალიანების სრულად დაფარვამდე.
2.7 იმ შემთხვევაში, თუ ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა 10კგ-ს აჭარბებს, კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს ამანათის/ტვირთის გამოგზავნა საავანსო თანხის ჩარიცხვამდე.
3. გადაფუთვა
3.1 ამანათის გადაფუთვას კომპანია ახორციელებს თავისი შეხედულებისამებრ, იმ შემთხვევაში, თუკი ამანათის გადაზიდვის უსაფრთხოებიდან და პროდუქციის დაზიანების რისკიდან გამომდინარე მომხმარებლისგან დამოუკიდებლად საჭიროდ მიიჩნევს გადაფუთვას. ასეთ შემთხვევაშიც, ამანათის გადაზიდვის ღირებულება დაითვლება გადაფუთვის შედეგად მიღებული მოცულობითი წონის მიხედვით და მომხმარებელი ვალდებულია აანაზღაუროს კორექტირებული წონის მიხედვით ამანათის გადაზიდვის საფასური.
4. მომხმარებელი ვალდებულია:
4.1 პერსონალური ფოსტის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა პერსონალური ფოსტას უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.
4.2 საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
4.3 ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა პერსონალურმა ფოსტამ შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
4.4 შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.
4.5 შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. პერსონალური ფოსტა არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.
4.6 შემკვეთი ვალდებულია, დაზიანებული ან უკვე გახსნილი ამანათის მიღების შემთხვევაში არ ჩაიბაროს ამანათი და წინასწარ აცნობოს ამის შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით. ამგვარი ამანათის გახსნის შემდეგ, ექსპედიტორი კომპანია მოიხსნის პასუხისმგებლობას ამანათის შიგთავსის, ანუ პროდუქციის ხარისხზე, ნაკლზე ან დანაკლისზე.
4.6 შემკვეთი ვალდებულია შეავსოს წინასწარი დეკლარაცია ამანათზე/ტვირთზე საიტზე ასახვიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში. დეკლარაციის შევსება ხდება ამანათის გასწვრივ ღილაკით <დეკლარირება> სადაც მომხმარებელი ავსებს ინფორმაციას ნივთის ღირებულების, დასახელებისა და გამომგზავნის მითითებით.
4.8 შემკვეთი ვალდებულია წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია პერსონალურ ფოსტას განბაჟებას დაქვემდებარებული ამანათის/ტვირთის შესახებ, ამანათის ასახვიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ინფორმაციის აღნიშვნა უნდა მოხდეს წინასწარი დეკლარირების დროს ღილაკით <განბაჟებას დაქვემდებარებული>. ასევე სავალდებულოა განბაჟებას დაქვემდებარებულ ნივთზე ასახვიდან არაუგვიანეს 24 საათისა ინვოისის ატვირთვა სატზე personalpost.ge ამანათის გასწვრივ ღილაკით <ატვირთე ინვოისი>
5. საკურიერო მომსახურება
5.1 მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით: პერსონალური ფოსტის სერვისით თბილისის მასშტაბით და საკურიერო სერვისით რეგიონებში.
5.2 საკურიერო მომსახურების ტარიფები და მიწოდების ვადები განთავსებულია საიტზე personalpost.ge -> სასარგებლო ინფორმაცია -> საკურიერო მომსახურება
5.3 კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე და მხოლოდ ერთხელ.
5.4 ვებ–გვერდიდან მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე, სხვა შემთხვევაში ამანათის გატანა შეცვლილ მისამართზე არ მოხდება.
5.5 შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში სატელეფონო ზარით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
5.6 კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე.
5.7 მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს ფილიალში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი.
5.8 ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (პირი, რომლის სახელი, გვარი ან/და სახელწოდება აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში თუ ამანათს იბარებს სხვა, მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები, მაშინ საჭირო იქნება ასევე იმ პიროვნების, ვინც უშუალოდ ჩაიბარებს ამანათს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. ამანათის გადაცემა მესამე პირზე
6.1 ამანათის გადაცემა მესამე პირზე შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომხარებელი თავის პერსონალურ ფოსტაში შეავსებს ინფორმაციას მიმღებ პირზე, როგორიცაა მისამართი და სკონტაქტო ინფორმაცია.
7. ავია რეისების განრიგი, გადახდის და ამანათის მიღების პერიოდი
7.1 საწყობები მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რეისები იგზავნება ამანათის მიღებიდან 3-5 სამუშაო დღეში.
7.2 ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 5-12 დღეს.
7.3 აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებში.
7.4. მომხმარებლის მიერ ამანათის მიღებაზე უარისა და გამგზავნთან ამანათის დაბრუნებაზე მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში (თუკი ამანათი არ არის უკვე გამოგზავნილი), დასაშვებია ამანათის უკან გაგზავნის მომსახურეობის უზრუნველყოფა შესაბამის ქვეყანაში, თუკი მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს მისთვის სასურველი საკურიერო მომსახურების საშუალებით ამანათის საწყობიდან გაგზავნას. ამ შემთხვევაში, მომხმარებელი თავად უნდა დაუკავშირდეს ამანათის გამგზავნ საკურიერო კომპანიას და უზრუნველყოს გადაზიდვის ორგანიზება
7.5. პერსონალური ფოსტა თავად არ ეწევა ამანათების უკან გაგზავნის მომსახურებას, არ იღებს უკან დაბრუნების საბუთს ("RMA" ან "Shipping Label") და არ უწევს მომხმარებელს გადაზიდვის ორგანიზებას. აღნიშნული მომსახურებას კომპანია არ ეწევა არც უცხო ქვეყნის და არც საქართველოს საწყობებიდან. ამის ნაცვლად, პერსონალური ფოსტა გაატანს მითითებულ ამანათს მესამე პირს, მომხმარებლის ინსტრუქციის შესაბამისად
7.6 მომხმარებელი უფლებამოსილია პერსონალურ ფოსტას წინასწარ 24 საათით ადრე წარმოუდგინოს ამანათის გამტანი სუბიექტის საპასპორტო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ასეთ შემთხვევაში, კომპანია ამანათის გამტან პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს გაატანს ამანათს საქართველოს საწყობიდან ტრანსპორტირების ღირებულების და სხვა საბაჟო ვალდებულებების გადახდის შემდეგ
7.7 დიდი ზომის ამანათის ან ტვირთის შემთხვევაში, რომელთა მოცულობითი ან რეალური (სასწორის) წონა აღემატება 20 კგ-ს, პერსონალური ფოსტა უფლებამოსილია დააყოვნოს ამანათი საწყობში და მოითხოვოს ტრანსპორტირების ღირებულების წინასწარ გადახდა. საწყობში 7 (შვიდი) კალენდარული დღეზე მეტი ვადით ამანათის/ტვირთის დაყოვნების შემთხვევაში, მოხმარებელს ყოველდღიურად დაერიცხება საწყობში შენახვის ღირებულება, 1კგ.- ზე 30 თეთრის ოდენობით, გადასახდელი წონის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 14 (თოთხმეტი) დღის ვადისა. თუკი 14 დღეში მომხმარებელი არ გადაიხდის ამანათის საწყობში შენახვის ღირებულებას და არ გაგზავნის ამანათს საქართველოში, ასეთ ამანათზე ავტომატურად გავრცელდება კანონისმიერი გირავნობის უფლება და კომპანია უფლებამოსილია გაასხვისოს ამანათში არსებული პროდუქცია ან დარჩეს მის საკუთრებაში.
7.8 თუკი 30 დღეში მომხმარებელი არ გადაიხდის საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას და არ გაიტანს ამანათს, ასეთ ამანათზე ავტომატურად გავრცელდება გირავნობის უფლება და კომპანია უფლებამოსილია გაასხვისოს ამანათში არსებული პროდუქცია ან დარჩეს მის საკუთრებაში
7.9 მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი პერსონალური ნომერი, ასევე დამატებით შესაძლებელია მოთხოვნილი იყოს ამანათის თრექინგი
7.10 მესამე პირისთვის პერსონალური ნომრის ან/და თრექინგის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. კოდის გადაცემის შემთხვევაში პერსონალური ფოსტა არ არის პასუხისმგებელი;
8. განბაჟება:
8.1 საქართველოს საბაჟო კოდექსის მიხედვით www.personalpost.ge ვებ–გვერდზე სავალდებულოა ნივთის დეკლარირება(ნივთის გამომგზავნის, ნივთის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება). ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს. ამანათების დეკლარირების ვადა განისაზღვრება რეისის გამოგზავნიდან 3 კალენდარული დღით. ამანათის დეკლარირების ვადაგადაცილების შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება დამატებითი გადასახადის გადახდა, ყოველ ამანათზე ფიქსირებული 6 ლარის ოდენობით. არასწორად დეკლარირებისას, სახელმწიფოს მიერ მომხმარებლისთვის საჯარიმო ოქმის გამოწერის შემთხვევაში, მომხმარებელს დაეკისრება დამატებით საბაჟო მომსახურების ღირებულება. ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ამანათი მომხმარებელზე არ გაიცემა.
8.2 ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.
8.3 განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადება და დეკლარანტის მომსახურება პერსონალურ ფოსტაში უფასოა.
8.4 იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას პერსონალურ ფოსტას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), პერსონალური ფოსტა უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.
8.4 ისეთი ამანათები, რომელთა იდენტიფიცირებას (ექაუნთის ნომრის ან თრექინგ ნომრის ან სახელის ან გვარის გარეშე) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას ვერ მოახდენს კომპანია, ასეთი ამანათი დაექვემდებარება სახელმწიფოსათვის გადაცემას, თანახმად საბაჟო კანონმდებლობისა. არაიდენტიფიცირებად ამანათებზე პრეტენზიები არ მიიღება და პასუხისმგებლობა არ დაეკისრება კომპანიას. ამასთანავე, ტრანსპორტირების თანხის გადახდაზე კომპანიის მოთხოვნის უფლება ანულირებულად ჩაითვლება.
8.6 დეკლარირების ვადის გადაცილების შემთხვევაში, ამანათი გადაეცემა სახელმწიფოს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. პროდუქცია რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია
9.1 იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი , . მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში პერსონალური ფოსტა არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
9.2 იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას პერსონალური ფოსტის მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება პერსონალური ფოსტისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.
10. სხვა შეზღუდვები და პირობები
10.1 მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საფოსტო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის გვერდიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.
10.2 კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას საფოსტო სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საფოსტო კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.
13.3 ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც www.personalpost.ge ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.
10.4 პერსონალური ფოსტა არ იღებს პასუხისმგებლობას საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე, ასევე რეგისტრაციისას მიღებულ ელექტრონულ წერილში.
10.5 პერსონალური ფოსტა ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.
10.6 პერსონალური ფოსტა უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
10.7 პერსონალური ფოსტა იტოვებს უფლებას, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლისთვის მომსახურების შეწყვეტაზე
10.8 მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
10.9 მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. პერსონალური ფოსტა არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
10.10 პერსონალური ფოსტა უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
10.11 მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა.
10.12 ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა პერსონალური ფოსტის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10.13 პერსონალური ფოსტა უფლებას იტოვებს რეგისტრირებულ მომხმარებელს ვერიფიცირებულ ნომერზე გაუგზავნოს საინფორმაციო სახის შეტყობინება.
მადლობა თანამშრომლობისთვის