Personal Post

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გადავამოწმო ფიზიკური პირის საბაჟო დავალიანების შესახებ ინფორმაცია?

იმ შემთხვევაშ თუ თქვენი ამანათი ექვემდებარება განბაჟებას, პერსონალურ ფოსტაში გამოჩნდება წითლად და საბაჟო დეკლარაცია აიტვირთდება გრაფაში <საბაჟო დეკლარაციები> დარიცხულ დღგ-ს იხდით სახაზინო კოდებზე დეკლარაციაში მითითებულ ვადაში. ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანების შესახებ  ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, მითითებულ ბმულზე : www.rs.ge - ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია

სად მდებარეობს ოფისები თბილისში?

1. ძველი თბილისი - მეტეხის ქუჩა 19/20

2. ვარკეთილი - ჯავახეთის ქუჩა 3 კორპუსი

3. თბილისის აეროპორტის მიმდებარედ

 

რა ღირს 1 კილოგრამის ტრანსპორტირება ამერიკიდან?

პერსონალური ფოსტა გთავაზობთ შემდეგ ტარიფს:
ამერიკა - 8$
წონა ითვლება 100 გრ სიზუსტით✅

როგორ ვისარგებლო უფასო საკურიერო მომსახურებით?

იმისთვის რომ ისარგებლოთ სწრაფი და უფასო საკურიერო სერვისით აირჩიე მომსახურე ფილიალი <თბილისი-აეროპორტი>

იმ შემთხვევაში თუ საკურიერო შეკვეთაში მონიშნული ამანათების რაოდენობა არის 5 ან მეტი, ან/და 5კგ და მეტი, ისარგებლებთ უფასო საკურიერო სერვისით თბილისის მასშტაბით. სხვა შემთხვევაში საკურიერო მომსახურების ტარიფი შეადგენს მხოლოდ 5 ლარს. საკურიერო სერვისი აეროპორტიდან საშუალებას გაძლევთ სასურველ მისამართზე გაგზავნოთ ამანათები, ნებისმიერ თრექინგზე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ სასურველი მიწოდების მისამართი, ერთ რეისზე ჩამოსული რამდენიმე ამანათიდან გადაიხადოთ თქვენთვის სასურველი, დანარჩენი კი დაასაწყობოთ 30 დღის ვადით. თბილისი-აეროპორტი ემსახურება მხოლოდ სწრაფ და უფასო საკურიერო შეკვეთებს და არ ემსახურება მომხმარებელს. ამანათები ჩაბარდება თქვენი საკურიერო მოთხოვნის შესაბამისად: 18 საათამდე შემოსული შეკვეთები ბარდება მომდევნო დღესვე, შაბათის ჩათვლით. რეისის ჩამოსვლის შეტყობინებას რომ იღებთ ნიშნავს, რომ ამანათები მზად არის გასაცემად.

ქუთაისში ოფისის მისამართი და სამუშაო საათები?

ქუთაისში ოფისის მისამართი: ი.ჭავჭავაძის 32 (პიონერთა პარკთან)

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10სთდან 19სთმდე

შაბათი 10სთდან 14სთმდე

მიიღეთ ამანათები და კომერციული ტვირთები ჩინეთიდან, ამერიკიდან და თურქეთიდან, სწრაფად, კომფორტულად და კიდევ უფრო ახლოს!

რეალური თუ მოცულობითი წონა?

ჩინეთიდან და ამერიკიდან, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ რეალური წონით. რაც შეეხება სხვა ნივთებს (გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა) ტრანსპორტირების საფასურის დაანგარიშება ხდება მოცულობითსა და რეალურ წონას შორის უმაღლესით, მოცულობითი წონა გამოითვლება ფორმულით: სიგრძე*სიგაზე *სიმაღლე/6000.

თურქეთიდან ამანათები იგზავნება მხოლოდ რეალური წონით.

ონლაინ მაღაზია მაქვს, რა დამატებითი სერვისებით შემიძლია ვისარგებლო პერსონალურ ფოსტაში?

ონლაინ მაღზიებს საჭიროების შემთხვევაში ემსახურება პერსონალური მენეჯრი, ასევე უფასოა დეკლარანტის მომსახურება. შეკვეთების რაოდენობიდან გამომდინარე განიხილება ტარიფები და რაც მთავარია, თქვენი ამანათების მართვა და ადრესატამდე გაგზავნა შეგიძლიათ პირდაპირ თქვენი პერსონალური ფოსტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საიტი საშუალებას გაძლევთ ინდივიდუალურად, თრექინგების მიხედვით მართოთ თქვენი ამანათები, ჩვენი საწყობი მაქსიმალური ყურადღებით გაამზადებს თქვენს საკურიერო შეკვეთებს და გაგიგზავნით სასურველ მისამართებზე, აღნიშნული სერვისით სარგებლობა ონლაინ მაღაზიებისთვის სრულიად უფასოა.

როგორ გადავიხადო და შევავსო ბალანსი პერსონალურ ფოსტაში?

ტრანსპორტირების საფასურის გადახედე ხდება მხოლოდ საიტზე: https://personalpost.ge/  თქვენს პერსონალურ ფოსტაში ამანათის ასახვიდან ჩაბარებამდე ნებისმიერ დროს💳  მიჰყევით ბალანსის შევსებას,
ბალანსზე სასურველი თანხის ჩარიცხვის შემდეგ დააჭირეთ გადახდის ღილაკს უშუალოდ იმ ამანათ(ებ)ზე რომელზეც გსურთ გადახდა✔️ გადაუხდელი ამანათები არ გადაეცემა კურიერს🚗

 

როგორ შევავსო დეკლარაცია და ავტვირთო ინვოისი

პერსონალური ფოსტის პირად ექაუნთში გადადიხართ იმ სტატუსზე რომელზეც თქვენი ამანათია, სასურველია დეკლარაცია შეივსოს ამანათის ასახვისთანავე, გამოგზავნიდან მაქსიმუმ 24 საათში. ნივთების თრექინგების გასწვრივ არის დეკლარაციის ღილაკი, საიდანაც ავსებთ ინფორმაციას სრული სიზუსტით. გაითვალისწინეთ: დაუდეკლარირებელი ამანათები დაყოვნდება ტერმინალში ღირებულების დადგენამდე. რაც შეეხება ინვოისს, იტვირთება იმ შემთხვევაში, როცა ამანათი ექვემდებარება განბაჟებას, სხვა შემთხვევაში სავალდებულო არ არის.

სრული ვიდეო-ინსტრუქცია, როგორ შეავსოთ დეკლარცია პერსონალურ ფოსტაში, იხილეთ ბმული👇
https://youtu.be/gUg8nTpH_x8

როდის გამოიგზავნება და ჩამოვა ამანათი?

ჩვენს საწყობებში მისვლის შემდეგ ამანათები ისახება თქვენს პერსონალურ ფოსტაში და ენიჭება რეისის ნომერი, რეისების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ გრაფაში: <რეისები> სადაც დეტალურად დაგხვდებათ ინფორმაცია რეისის სავარაუდო გამოგზავნისა და ჩამოსვლის შესახებ. ასევე თქვენი ამანათის საწყობში მისვლის, გამოგზავნისა და ჩამოსვლის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას სმს შეტყობინების სახით.

რა ღირს და რამდენ ხანში ჩამოდის თურქეთიდან?

თურქეთიდან ამანათები იგზავნება ყოველ 3-4 დღეში✅ მინიმუმ 2 რეისი კვირაში.  ამანათები გასაცემად მზად არის გამოგზავნიდან 2-3 სამუშაო დღის ვადაში.
პერსონალური ფოსტა გთავაზობთ შემდეგ ტარიფს: კგ - 3.5$. წონა ითვლება 100 გრ სიზუსტით. ასევე კომერციულ ტვირთებზე განიხილება პერსონალური ტარიფები.

როგორ დავრეგისტრირდე ტაობაოზე?

ტაობაოზე რეგისტრაცია ხდება მარტივად, თქვენი მობილურის ნომრით. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია, აირჩიეთ საქართველოს ინდექსი: +995 დაწერეთ თქვენი ნომერი და ტელეფონზე მოსული კოდით გაიარეთ ვერიფიკაცია.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ ტაო ბაოზე რეგისტრაციის დეტალურ ვიდეო ინსტრუქციას: https://m.youtube.com/watch?v=D3ZtBrHhEwo

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ დამატებით, რეგისტრაციის პროცესში, ან გამოწერასთან დაკავშირებით, მოგვწერეთ, ჩვენ დაგეხმარებით.

 

რა დრო სჭირდება ჩინეთიდან ამანათის ჩამოსვლას?

ჩინეთიდან იგზავნება კვირაში 2-3 რეისი. გამოგზავნიდან 5-12 დღე სჭირდება ჩამოსვლას, აღნიშნული ვადა დამოკიდებულია ავიაკომპანიაზე, ასევე რაც შეეხება საფოსტო საბაჟო პროცედურას, დასაწყობება დახარისხებას და მიწოდებას ძალიან სწრაფად ახდენს ჩვენი ჯგუფი

როგორ დავრეგისტრირდე და ვისარგებლო პერსონალური ფოსტის მომსახურებით?

იმისთვის, რომ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია პერსონალური ფოსტის ვებ-გვერდზე:
https://personalpost.ge/ 

რეგისტრაციის დეტალური ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=55RXXGWcanI

რეგისტრაციის შემდეგ მოგენიჭებათ პერსონალური მისამართები მსოფლიოს წამყვან ონლაინ პლატფორმებზე საშოპინგოთ.

 

რა შემთხვევაში ექვემდებარება ამანათ(ებ)ი განბაჟებას?

300 ლარი ან მეტი ღირებულების ამანათის მიღება განბაჟებას ექვემდებარება. განსაბაჟებლად ჩაითვლება ერთგვაროვანი პროდუქცია და, ასევე, ამანათი, რომლის წონაც 30კგ-ს აღემატება.

 

ასევე, ერთი რეისით გამოგზავნილი ამანათები, რომლის ჯამური ან/და ერთეული ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს და შეძენილია ერთი და იგივე ონლაინ მაღაზიაში/მომწოდებელთან, ექვემდებარება განბაჟებას.

 

საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს.

რომელი ქვეყნებიდან ხდება ტრანსპორტირება?

ტრანსპორტირება ხორციელდება გზით: ჩინეთიდან, თურქეთიდან და ამერიკიდან.

რა ღირს 1 კილოგრამის ტრანსპორტირება?

პერსონალური ფოსტა გთავაზობთ შემდეგ ტარიფებს:

ჩინეთი საჰაერო - 12.20$

ჩინეთი სახმელეთო - 5.5$

თურქეთი - 3.5$

ამერიკა - 8$

როგორ ხდება ჩამოსული ამანათის მიწოდება და რა ღირს საკურიერო მომსახურება?

ამანათის მიწოდება ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკურიერო მომსახურების ტარიფებია: თბილისი და რუსთავი 5 ლარი. სხვა ქალაქები - 8 ლარი. სოფელი/დაბა - 12 ლარი.

დეტალური ინფორმაცია, ტარიფებისა და მიწოდების ვადების შესახებ იხილეთ: https://personalpost.ge/courier

docxfilePDF